ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თამაზ მუჯირიშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და შესახვევისთვის სოფელ ბეღლეთის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თამაზ მუჯირიშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და შესახვევისთვის სოფელ ბეღლეთის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 45
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016141
  • Word
45
19/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
000000000.00.101.016141
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თამაზ მუჯირიშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული ჩიხისთვის და შესახვევისთვის სოფელ ბეღლეთის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

განკარგულება №45

2016 წლის 19 თებერვალი 

ქ. თბილისი

ქ.თბილისში, ისნის რაიონში, თამაზ მუჯირიშვილის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან არსებული  ჩიხისთვის და  შესახვევისთვის  სოფელ ბეღლეთის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, თამაზ მუჯირიშვილის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ  ჩიხს და  შესახვევს მიენიჭოს სოფელ ბეღლეთის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე- 12 კმ., 6).

საკრებულოს თავმჯდომარე                                                 გ. ალიბეგაშვილი