“ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

“ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.131.016175
03
29/02/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
210020010.35.131.016175
“ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის 17 მარტის N20 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №03

2016 წლის 29 თებერვალი

ქ. ქობულეთი

 

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2011 წლის 17 მარტის №20 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს  ,,გ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ. სანერგეებისა და სასათბურე მეურნეობის შენობა-ნაგებობებისათვის განკუთვნილი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის  განისაზღვროს 0,5 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესულხან ოქროპირიძე