ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა დამენიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაზა დამენიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა დამენიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაზა დამენიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016137
  • Word
41
19/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
000000000.00.101.016137
ქ.თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა დამენიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაზა დამენიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №41

2016 წლის 19 თებერვალი 

ქ. თბილისი

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, ზაზა დამენიას ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ზაზა დამენიას I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებ

 

1. საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) სამგორის რაიონში, ზაზა დამენიას ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ზაზა დამენიას I გასასვლელის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 

2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, 6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                     გიორგი ალიბეგაშვილი