დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.125.016203 |
|
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 იანვრის №4 დადგენილების დანართში (www. matsne.gov.ge, 26.01.2015 წ. 010250020.35.125.016150) და:
1. დანართი №1-ის (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშემწყობი პროგრამის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის, თანადაფინანსებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5 პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების თანადაფინანსება: 1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის საჭირო მასალების შეძენასა და სამუშაოების განხორციელებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოვლენილი ფიზიკური ან იურიდიული პირი.“ 2. მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. „მუხლი 6 3. სამსახური ვალდებულია ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარმოუდგინოს წინადადებები განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. გამგებლის მიერ თანადაფინანსებაზე თანხმობის მიცემის შემდეგ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე ვალდებულია 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოადგინოს პროექტით განსაზღვრული სავალდებულო თანადაფინანსების პროცენტული წილის გადახდის საბანკო ქვითარი.“ 2. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი 2 პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების თანადაფინანსების პროცენტული ოდენობა
“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობის შესაბამისად. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები