მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.135.016154
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
26/02/2016
ვებგვერდი, 04/03/2016
010250000.35.135.016154
მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (04/03/2016 - 29/05/2020)

 

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 26 თებერვალი

დაბა შუახევი

 

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დადგინდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარმოსადგენ დოკუმენტებზე შემდეგი დამატებითი რეგულაციები:
ა) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის:
ა.ა) მე-5 მუხლის მე-4 „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ;
ა.ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმეტი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ და თან უნდა დაერთოს გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი მომართვა ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე;
ა.გ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ 16 წლამდე  არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ქარცივაძე