დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | წყალტუბოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.122.016353 |
|
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 ივლისის №48 დადგენილებაში (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, www.matcne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.122.016313, თარიღი 20/07/2015) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადება (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის განცხადება, თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა განცხადება, კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების განცხადება); ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მესაკუთრის შემთხვევაში მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ,თანასაკუთრების შემთხვევაში თანამესაკუთრეთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები; კომლის წევრობის შემთხვევაში კომლის წევრების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები); გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტი; დ) ფოტომასალა; ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.; ვ) გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საცხოვრებელი სახლის (ბინის) ვიზუალური დათვალიერების შედეგად და ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაცია; ზ) ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ცენტრალური არქივიდან ან სხვა დოკუმენტი; ი) საცხოვრებელი სახლის (ბინის) მესაკუთრის სტიქიის, ხანძრის გამო გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი და ან ძმა და სხვა) ოჯახის სხვა წევრების წერილობითი თანხმობით, ხოლო ოჯახის წევრის არ ყოლის შემთხვევაში, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მის მემკვიდრეზე – სხვა მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცხოვრებელი სახლის (ბინის) მესაკუთრე არის იურიდიული პირი ან სახელმწიფო.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები