„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016352
9
26/02/2016
ვებგვერდი, 02/03/2016
010250050.35.122.016352
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

      საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61- მუხლის მე-2 ნაწილის, ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 მაისის №39 დადგენილებაში  (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016304, თარიღი 02/06/2015) შეტანილ იქნეს ცვლილება  და ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ განსაზღვრული გამგეობის თანამდებობის პირი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), სტრუქტურული  ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები), და/ან  თანაშემწე (თანაშემწეები).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე