„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/03/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 25/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016350
7
26/02/2016
ვებგვერდი, 02/03/2016
010250050.35.122.016350
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. წყალტუბო

 

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 852, 853, 854, 855, 861 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“' წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №20 დადგენილებაში (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016189. 14/07/2014)  შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

 1. დებულების მე-6  მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ პუნქტის ,,ე.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

ვ.ა) ამტკიცებს გამგებლის სათათბირო ორგანოს - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებას და საბჭოს შემადგენლობას; საბჭოს განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტებს, მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ წინადადებებს, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სხვა სახის მუნიციპალურ პროექტებს;

ვ.ბ) იწვევს მუნიციპალიტეტის დასახლების (დასახლებების) საერთო კრებას (კრებებს) კანონმდებლობით და საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად; საერთო კრებას განსახილველად წარუდგენს დასახლებაში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მათ ასახვამდე და დასახლების საზღვრების დადგენისა და შეცვლის საკითხებს; ამტკიცებს საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენსა და ამომრჩეველთა სიის ფორმებს; განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით დასახლების ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობას და საერთო კრებების ორგანიზებაზე ან/და რეგისტრაციაზე უფლებამოსილ პირს;

ვ.გ) ხელს უწყობს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში და საზოგადოების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ“.

2. დებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

,,1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია: გამგეობის კორესპონდენციის მიღება და ადრესატებისათვის გადაგზავნა; თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; მიღებული კორესპონდენციის რეგისტრაცია და მათი განაწილება დანიშნულებისამებრ. საკრებულოსა და გამგებლის დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების კონტროლი; სამსახურის სამუშაოთა გეგმების მომზადება; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადება; ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვა; საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმება და დოკუმენტბრუნვა; საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და არქივირება; გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურეობა „ერთი ფანჯრის“ პრინციპის დაცვით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობა; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნება, საჯარო ინფორმაციის გაცემა; საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება, გამგებლისათვის წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება საქმისწარმოებისა და საინფორმაციო პოლიტიკის სფეროში. პიარის დაგეგმვა და მის განხორციელებაზე ზედამხედველობა. გამგებლის, თანამდებობის პირებისა და სამსახურების იურიდიული კონსულტირება, სამართლებრივი დასკვნების მომზადება. მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვა სასამართლოში; გამგეობის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთების მოვლა-პატრონობა, აღჭურვა, რემონტი, კეთილმოწყობა, დაგვა-დალაგება, კომუნალურ მომსახურეობა და დაცვა; საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება; საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკურ მომსახურეობა; გამგეობის თანამდებობის პირებისა და სამსახურების მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით, საოფისე მასალებით მომარაგება და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება; თანამდებობის პირების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება. ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვა, გამგეობის ადმინისტრაციული შენობის დაცვა, გამგეობის ადმინისტრაციულ შენობასთან არსებული ავტომანქანების პარკირების კონტროლი. გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში შექმნილი პრობლემების დროს სათანადო სამსახურების გამოძახება. გამგეობის თანამდებობის პირთა და სამსახურების სარგებლობაში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ტექნიკური მომსახურება, მათ სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული გამართულობის უზრუნველყოფა. კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელის ექსპლოატაციის წესების დაცვა და ზედამხედველობა. სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების კომპიუტერული დამუშავება და ბეჭდვა, დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნა; საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების განხორციელება, კერძოდ, საინიციატივო ჯგუფზე ინიციატივის დარეგისტრირება, ინიციატივის რეგისტრაციის ცნობის ან/და რეგისტრაციაზე უარის გაცემა, საინიციატივო ჯგუფისათვის ამომრჩეველთა სიის ფურცლების გადაცემა, საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადების რეგისტრაცია, საერთო კრების მოწვევის შესახებ განცხადების რეგისტრაციის შესახებ ცნობის გაცემა, ამომრჩეველთა სიის ბლანკზე არსებული ხელმოწერების შემოწმება, ამომრჩეველთა სიის გაბათილებული ნაწილის დაბრუნება საინიციატივო ჯგუფისათვის და ხარვეზის შესავსებად შესაბამისი ვადის შეტყობინება, ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ამომრჩეველთა სიის შესწორებული ნაწილის განმეორებით შემოწმება, ამომრჩეველთა სიის ბათილობის შემთხვევაში გამგებლისათვის ბრძანების პროექტის მომზადება  საერთო კრების მოწვევის განცხადების რეგისტრაციაზე უარის შესახებ; საინიციატივო ჯგუფის ან/და რჩეულისათვის საერთო კრების მოწვევის ორგანიზების მიზნით  მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერა; გამგებლის ინიციატივით საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში საერთო კრების მოწვევის ორგანიზების უზრუნველყოფა; რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივის ცნობად მიღება;  მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასახლების საერთო კრების  დებულებითა და  მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე