დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.112.016261 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
10
26/02/2016
ვებგვერდი, 01/03/2016
010250000.35.112.016261
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრი“-სათვის გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ
ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და
ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/03/2016 - 28/09/2018)
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ტ“ პუნქტის, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი" გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი“ დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრი“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესი
|
| მუხლი 1 |
ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი არეგულირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის „სპორტული ცენტრის" გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესს.
|
| მუხლი 2 |
1.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრის" სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხა დაფინანსდეს ლანჩხუთის მუნიციპლიტეტის ბიუჯეტიდან ცენტრისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
2.
დაფინანსება განხორციელდეს ღონისძიებათა გეგმით, რომელიც შედგენილია შესაბამისი ფედერაციების კალენდრის მიხედვით, აგრეთვე სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების დებულებებით.
|
| მუხლი 3 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრის" სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების კვებითისათვის საჭირო თანხა ანაზღაურდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გარეთ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის.
|
| მუხლი 4 |
რეგიონულ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო სასპორტო ღონისძიებებში მონაწილეთა (სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელების და წარმომადგენლების) კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო დღიური თანხის ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) ლარს.
|
| მუხლი 5 |
ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ანგარიშგების მიზნით პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მივლინების დასრულებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „სპორტული ცენტრს“ წარუდგინოს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
|
| მუხლი 6 |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ ,,სპორტული ცენტრისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეთა კვების თანხის მიზნობრივ განკარგვაზე მონიტორინგს ახორციელებს გამგებელი უშუალოდ ან მისდამი დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები