,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 31/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.115.016186
05
24/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
010260020.35.115.016186
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2016 წლის 24 თებერვალი

დ. ლენტეხი

 

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 010260020.35.115.016139. 20/08/2014 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1.დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ,,საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:“.

2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფების-განყოფილებებისაგან.“.

3. დებულების მე-6 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება

 1. მოსაკრებლების ადმინისტრირების და კონტროლის განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს:“.

ა) ადგილობრივი გადასახადებისა და წინადადებების შემუშავებას;

ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და განაკვეთების შემუშავება კანონით გათვალისწინებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;

გ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღების უზრუნველყოფას;

დ)ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ე)ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;

4. დებულების მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი