საქართველოს სახელით შპს”ტექნოიმპორტის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელით შპს”ტექნოიმპორტის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/6383
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 15/02/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/6383
15/02/2016
ვებგვერდი, 26/02/2016
საქართველოს სახელით შპს”ტექნოიმპორტის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/ 6383-15

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

  თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა შპს „ტექნოიმპორტის“ გაკოტრების მმართველის განცხადება კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ,

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს „ტექნოიმპორტის” მიმართ.

შპს „ტექნოიმპორტის“ გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას იმაზე მითითებით, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შპს „ტექნოიმპორტის” ქონება შეფასდა 16 955 ლარად. კომპანიის ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 3445,50 ლარი, საიდანაც დღგ-ის სახით შესაბამის ანგარიშზე გადაირიცხა 525,58 ლარი. ასევე ვინაიდან ერთ ლოტზე მესამე აუქციონი დამთავრდა უშედეგოდ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საკანონმდებლო მაცნეში გამოაქვეყნა შეთავაზება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ. აღნიშნული ქონების ნატურით მიღების სურვილი გამოთქვა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, რომელსაც გადაეცა შპს „ტექნოიმპორტის” საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, 70% წილი შპს „ტექნოინჟინერინგში“, კრედიტორს ქონება ნატურით გადაეცა საბაზრო ღირებულებით 9500 ლარის ოდენობით.

სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს და, შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადაირიცხოს სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის ანგარიშზე.

შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს მიღებული იქნას გადაწყვეტილება შპს „ტექნოიმპორტის” გაკოტრების საქმის დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს. გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება გაკოტრების მმართველის ანგარიშის მოსმენის და გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების დღის წესრიგით.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში.“

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-, 27-, 30- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით,

დაადგინა :

1. მოწვეულ იქნეს შპს „ტექნოიმპორტის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

 1.1. გაკოტრების მმართველის ანგარიში

 1.2. გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება.

2. კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნეს 2016 წლის 21 მარტს, 17:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №24 სხდომათა დარბაზში (. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6).

3. დაევალოს შპს „ტექნოიმპორტის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნებასაქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე:                                   ლაშა ქოჩიაშვილი