დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24-ივლისის N-20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.115.016182 |
|
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24-ივლისის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010260020.35.115.016174, 24/08/2015 წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური’’. 2. დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური ,,1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური’ 3. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფის-განყოფილებისაგან’’. 4. დებულების მე-6, მე-7 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. 5.დებულების მე-8-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სამსახურის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები 1.სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულების მე-16 მუხლისა და მოხელის შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები