„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის შესახებ

„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016201
8
25/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
010260020.35.136.016201
„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილებისშეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №8

2016 წლის 25 თებერვალი

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართევლოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  გეს:

მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნას ცვლილება:

1. დებულების მე-12 მუხლის მესამე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) გასცემს კოოპერაციული სასოფლო-სამეურნეო საწარმოს საერთო კრების ოქმითა და შესაბამისი მიზომვის აქტით მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთისა და მოცემულ მიწის ნაკვეთზე მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზის ურთიერთშესაბამისობის, ასევე მიწის ფაქტობრივი მდებარეობის (უბანი) შესახებ ცნობას “.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეოთარ ცეცხლაძე