საქართველოს სახელით სს”სამშენებლო კომპანია თბილისის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელით სს”სამშენებლო კომპანია თბილისის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/3847-2014
დოკუმენტის მიმღები თბილისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/3847-2014
19/02/2016
ვებგვერდი, 26/02/2016
საქართველოს სახელით სს”სამშენებლო კომპანია თბილისის”კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლო

საქმე   2/3847-2014

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლის 19 თებერვალი

. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა განიხილა სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი,

გამოარკვია :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ მიმართ.     

სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” გაკოტრების მმართველის სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი წიკლაურმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.   

სასამართლომ განიხილა განცხადება, საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის” კრედიტორთა კრება მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვის მიზნით.     

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებსაქართველოს კანონის 27- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე შეტყობინება უნდა გამოქვეყნდესსაქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

სასამართლომ იხელმძღვანელაგადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებსაქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-, 27-, 30- მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285- მუხლებით,

  დაადგინა :

1. მოწვეული იქნეს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. მოვალის ქონების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა.

2. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2016 წლის 6 აპრილს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 24 სხდომათა დარბაზში (. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6).

3. დაევალოს სს „სამშენებლო კომპანია თბილისის“ გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა, მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნებასაქართველოს საკანონმდებლო მაცნესვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს განჩინებაზე შეუძლიათ კერძო საჩივრის შეტანა განჩინების გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

მოსამართლე            ლაშა ქოჩიაშვილი