დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 08 |
| დოკუმენტის მიმღები | ლენტეხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.115.016189 |
08
24/02/2016
ვებგვერდი, 26/02/2016
010250000.35.115.016189
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი, დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს სტატუსის მინიჭების მიზნით განცხადების წარდგენა, განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებით წესს.
|
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები
|
ამ წესის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
|
მუხლი 3.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანი
|
სტატუსი, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებითი წესის მიზანია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის, მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე ფიზიკური პირისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების გამარტივება.
|
მუხლი 4.
სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტი
|
1. სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საკითხებზე დამატებით წარმოსადგენ დოკუმენტად განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ინფორმაცია, რომელიც დაადასტურებს მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წარმომადგენლის ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ფიზიკურმა პირმა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით ფიზიკური პირის მიერ წარმოსადგენი წარმომადგენლის ინფორმაცია შეიძლება მოითხოვოს: ა) უფლებამოსილმა პირმა, რომელიც ამოწმებს შემოსული განცხადებების სისწორეს; ბ) სათათბირო ორგანო საბჭომ, რომელიც განიხილავს სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის საკითხებს.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები