„ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 25/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 15/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.029.016341
1126
25/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
010320040.22.029.016341
„ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
„ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის N1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1126

2016 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

,, ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების, საკონკურსო თემატიკის, გასაუბრების შეფასების და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №1102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების,  საკონკურსო თემატიკის,  გასაუბრების შეფასების  და შეფასების ჯამური ფორმების დამტკიცების თაობაზე”საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის №1102 ბრძანებაში (ვებგვერდი,22/07/2015, სარეგისტრაციო კოდი   010320040.22.029.016304) შეტანილ იქნეს  ცვლილებები და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №1

ადმინისტრაციული დეპარტამენტის პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის   ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა 

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის  პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი  განათლება,   სოციალური  მეცნიერებების (დარგი/სპეციალობა -სოციოლოგია ან/და ფსიქოლოგია) ან/და მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების (დარგი/სპეციალობა - სტატისტიკა) მიმართულებით;

ბ) სამუშაო გამოცდილება -  უპირატესობა მიენიჭება მონაცემთა შეგროვების, დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის განხორციელების მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას;

გ) აუცილებელია ინგლისური ენის კარგი ცოდნა;

დ) საოფისე პროგრამების, კერძოდ Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, Microsoft Office PowerPoint, SPSS - კარგი ცოდნა;

3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის   პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,, საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი;

გ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილება;

დ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 28 მარტის №68 ბრძანება;

ე)  ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის კონვენცია;

ვ ) ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” 1967 წლის 31 იანვრის ოქმი;

ზ ) ,, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ “ საქართველოს კანონი ;

თ)  ,,ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ" საქართველოს კანონი;

ი)  ,,საქართველოს მიგრაციის სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 მარტის №59 დადგენილება;

კ)   „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი