„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 09/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.172.016124
10
22/02/2016
ვებგვერდი, 25/02/2016
010250050.35.172.016124
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
 

            ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. ამბროლაური

 

„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ოქტომბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014  წლის  31 ოქტომბრის №43 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 04/11/2015წ; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.172.016043) შევიდეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი 
ქალაქ  ამბროლაურის   მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის  სარეზერვო  ფონდის   განკარგვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს ქალაქ ამბროლაურის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.

2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.

 3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გათანაბრებითი ტრანსფერის) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.

 4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გარდა) ან და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.


მუხლი 2. სარეზერვო  ფონდის  განკარგვა
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი გამოიყენება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად როგორიცაა: ადგილობრივი თვითმმართველობის გადაუდებელი ხარჯების დაფინანსება, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაუცველ სხვა სიკეთეს; საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულებისათვის; წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხალის, გადაუდებელი სანიტარიულ- ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებას, სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი ან/და პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ, მძიმე ან/და გადაუდებელი შემთხვევების (მათ შორის სარიტუალო ხარჯების) დაფინანსება, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის თუ ობიექტური მიზეზით, რომელიმე მუხლში წარმოიქმნა სახსრების დეფიციტი, ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი იმ ხარჯებისთვის, რომელიც საჭიროა სხვადასხვა, კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიების ჩასატარებლად და სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და აგრეთვე კანონით არ იკრძალება.

მუხლი 3. სარეზერვო  ფონდიდან  თანხის  გამოყოფა
1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე (გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სადაც მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა),  თანხას გამოყოფს საფინანსთ-საბიუჯეტო სამსახური.

2.  თუ მიიჩნევა საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივი აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭირო დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს  წერილობით.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან მერის სამართლებრივი აქტის ბრძანების საფუძველზე გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდეს   ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.

4. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობით ორგანოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.