სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.160.016357
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
146
22/02/2016
ვებგვერდი, 25/02/2016
200140030.35.160.016357
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/02/2016 - 22/02/2017)

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ
 
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №146

2016 წლის 22 თებერვალი

ქ. რუსთავი

სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 08 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
სახელმწიფო და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი განისაზღვროს 50-ის ოდენობით.
მუხლი 2
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ/მ ფართობისათვის ტერიტორიის ზონირების მიხედვით (დანართი №1).
მუხლი 3
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 4
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა (დანართი №3).
მუხლი 5
ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ ფართობისათვის განისაზღვროს ქალაქ რუსთავის შუალედური ზონისთვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 100%-ის (8,40 ლარი) ოდენობით.
მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის, ტერიტორიის ზონირების დამტკიცების და თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის №118-ე დადგენილება (www.matsne.gov.ge 200140030.35.160.016328. 24.09.2015წ.).
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე

დანართი №1
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის მაჩვენებლები ზონირების მიხედვით
ზონის დასახელება

1 კვ.მ-ზე გადასახადის საბაზისო განაკვეთი

საგადასახადო კოდექსით

(ლარი) C

მაკრომდებარეობის ინდექსი Img ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL

მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი K

1 კვ.მ მიწის

ნორმატიული ფასი Cn

      ცენტრალური ზონა
I ქვეზონა 0,24  0,7 1,50 50 12,60
II ქვეზონა 0,24  0,7 1,45 50 12,18
შუალედური ზონა 0,24  0,7 1,00 50 8,40
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა 0,24 0,7 0,95 50 7,98
II ქვეზონა 0,24 0,7 0,90 50 7,59
           
დანართი №2

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ზონირება
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა
– „თვითმმართველი ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 თებერვლის №5685
დადგენილების შესაბამისად, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში დამატებული ტერიტორია;
თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილი (რუსთავის შემოსასვლელი);
ავტობაზრობა და მის მიმდებარედ განლაგებული მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის მოედნიდან, შარტავას გამზირი, ხალხთა მეგობრობის გამზირი სრულად და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
ქუთაისის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, ტაშკენტის ქუჩა, მე-20 და 21-ე მიკრორაიონებს შორის და მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს შორის გამავალი ქუჩები, ლომოურის ქუჩა, მესხიშვილის ქუჩა, დავით აღმაშენებლის გამზირი, ე.წ. „სტამბულის ბაზარის“ ტერიტორია სრულად, თოდრიას ქუჩა, კლდიაშვილის ქუჩები სრულად, ფალიაშვილის ქუჩის დასაწყისი, ცურტაველის ქუჩა სრულად, თბილისის ქუჩა, სანაპიროს ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა და მათ მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთები;
– მე-6 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-7ა მიკრორაიონი (სრულად)
– მე-8 მიკრორაიონი (სრულად)
– 21-ე მიკრორაიონი (სრულად)
– მე-20 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-15 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-14 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-17 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-16 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-12 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-19 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-18 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-11 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-5 მიკრორაიონი (სრულად)
– მე-9 მიკრორაიონი (სრულად)
– მელიქიშვილის ქუჩის დასავლეთი მხარე, თბილისის ქუჩის ჩრდილოეთი ნაწილი, ალ. ყაზბეგის, იალღუჯის, ვაჟა-ფშაველას და გორის ქუჩები სრულად
ლესელიძის ქუჩა სრულად (ჩიხები და გასასვლელები), ტურგენევის, ტაბიძის, არაგვისპირელის, ერისთავის, ჭონქაძის, ორბელიანის, პუშკინის, სანაპიროს, ქუჩიშვილის, დადიანის, ბესიკის, წულუკიძის ქუჩები სრულად, წულუკიძის შესახვევი;
II ქვეზონა
მტკვრის მარცხენა სანაპირო (სრულად)
ჭყონდიდელის დასახლება (სრულად)
– საწარმოო ზონა (სრულად – ლუდის კომბინატი, ფოლად კონსტრუქციების ქარხანა, სავენტილაციო ნაკეთობების ქარხანა, მეტალურგიული კომბინატი, ცემენტის ქარხანა, ქიმბოჭკოს და აზოტის ქარხნები);
შუალედური ზონა
– კულტურისა და დასვენების პარკი (სრულად)
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა
ტყე - ჭალა (სრულად)
– მდინარე მტკვრის მომიჯნავედ განლაგებული ტერიტორიები და ტყე - ჭალები (სრულად)
II ქვეზონა

– სასაფლაოს ტერიტორია (სრულად) და მის გარშემო დარჩენილი ტერიტორიები

  დანართი №3

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის ფორმით გადაცემისას საწყისი წლიური ქირა
ზონის/ქვეზონის დასახელება საწყისი წლიური ქირა 1 კვ.მ/ლარი
ცენტრალური ზონა
I ქვეზონა 1,35
II  ქვეზონა 1,25
შუალედური ზონა 1,00
პერიფერიული ზონა
I ქვეზონა 0,90
II  ქვეზონა 0,80