„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამაადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამაადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.139.016213
5
19/02/2016
ვებგვერდი, 24/02/2016
040110030.35.139.016213
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამაადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამაადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

"ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  04/02/2015; 040110030.35.139.016176).
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული "ბორჯომის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამდასტურებელი ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)  ფორმა  (დანართი №1)  დამტკიცდეს ახალი რედაქციით:
2. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის პირობებით და პირობების გარეშე გამოცხადებული აუქციონის ხელშეკრულების ფორმა დანართი №2 და  დანართი №3 დამტკიცდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ჩაჩანიძე



დანართი №1

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)


ბორჯომის მუნიციპალიტეტი

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი (ადმინისტრაციული დაპირება)

№ -------

„-----“ „-------------“ 20   წელი                                                                                        ქ . ბორჯომი          

                                                    

აუქციონში გამარჯვებული პირის (ოქმის (ადმინისტრაციული დაპირების) მიმღები პირის) მონაცემები:

სახელი, გვარი/დასახელება

  ------------------------------------------------------

 

 

პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი

 --------------------------------------

 

მისამართი

   ---------------------------------------------------------

 

 

წარმომადგენელი/მინდობილი პირი

   ------------------------------------------------------

 

 

       

______________________________________________________

აუქციონზე წარმოდგენილი ქონების მონაცემები:

ჩატარებული აუქციონის მონაცემები:

(მისამართი ან/და სხვ)

 

 

---------

 

 

აუქციონის ჩატარების თარიღი

 

 

-----------

 

 

საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი

№ ------------

აუქციონის №

--------

 

უძრავი/მოძრავი ქონების ფართი კვ.მ;  წილის ოდენობა და სხვა აღწერილობა

 

----------------

 

აუქციონის ლოტის №

 

-----------

 

 

 ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

 

 

 

ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი  ლარებში

ქონების სარგებლობის უფლებით (მართვის უფლებით) გადაცემისას ქირის საწყისი საფასური ლარებში           

-----------------

 

-----------------

 

 

 

 

 

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული საბოლოო ფასი ლარებში

 

 ----------------

 

 გასხვისებული ქონების სრული ღირებულება ლარებში

 ----------------

 

 

 

 

 

ჩატარებული აუქციონის  პირობები:

 

 

 

შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადა

 

-----------------

 

           

 

 

სხვა ვალდებულება_____________________________________________________

_________________________________________________________________________

 

შეზღუდვა: -------------------------------------------------

 

აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე ____ კალენდარული დღის ვადაში, უნდა გაფორმდეს აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის წერილობითი ხელშეკრულება. აუქციონში გამარჯვებულს  ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ართმევს აუქციონში გამარჯვებულის სტატუსს და გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება.

 

ქონების  მმართველი

---------------------------------                               -----------------------------------------------

(რეკვიზიტები)                                                                (ხელმოწერა)

  

 

 

                                                                                                                                                ბ.ა .


დანართი №2

პირობებით გამოცხადებული აუქციონის

 ხელშეკრულება


 ბორჯომის   მუნიციპალიტეტი

 პირობებით გამოცხადებული აუქციონის

ხელშეკრულება

                                                                                                                               N-----

 

“-------” “--------    ------------------”                                                                   ქ. ბორჯომი

         (რიცხვი,       თვე,       წელი)

 

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა  --------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/პირადი N,  იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი,  წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი N, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მასზე, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების   მოთხოვნების შესაბამისად

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------        

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

                       

მდებარე,----------------------------------------------------

                           (ქონების  მისამართი)

 

 ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური:  ------------  (---------------------------) ლარი.

                                                                                (ციფრებით)          (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ -----N---- აუქციონზე    N ------  ლოტზე მის მიერ

 

შემოთავაზებული  ფასის: ---------------------------–––     (----------------------------------) ლარი

                                                   (ციფრებით)                        (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების თანახმად,  აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი N---- ოქმით და წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ საკუთრებაში გადაეცემა

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                                                                                                                                (შემდგომში – ქონება)

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი,  უძრავი ქონების  ფართობი,   ქონების სხვა აღწერილობა)

აუქციონში  გამარჯვებული ვალდებულია:

 

ა) აუქციონზე  შეძენილი  ქონების სრულ  საფასურსა და საგარანტიო თანხას/ბეს შორის არსებული        

 სხვაობა : ---------------                 (-------------------------------)  ლარი

                  (ციფრებით)                  (სიტყვიერად)

 

გადაიხადოს  წინამდებარე  ხელშეკრულების გაფორმებიდან   ----------   --------------  კალენდარული დღის ვადაში

შემდეგ საბანკო ანგარიშზე :

 

ბ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გ) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სხვა პირობები და ვალდებულებები:

1. ოქმისა  და  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე,  აუქციონში  გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის  ქონება  გადაეცემა  მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული  პასუხისმგებელია  მიღებული  ქონების  მოვლა-პატრონობასა  და დაცვაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,   ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას  წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების  უფლების დადასტურებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან  შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს,  გასცეს სარგებლობის უფლებით, დაანაწევროს  ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან,  იგი  პასუხისმგებელია  მიღებული  ქონების  მოვლა-პატრონობაზე  და დაცვაზე.

4. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,  პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იგივე პირობებით, რაც გათვალისწინებულია ოქმითა და წინამდებარე ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წინასწარ  წერილობით უნდა ეცნობოს  გამყიდველს.

5. გასხვისებული ქონების სააუქციონო პირობებთან მიმართებაში ყოველი ახალი მესაკუთრე წარმოადგენს აუქციონში გამარჯვებულის უფლებამონაცვლეს.

6. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ  მათი დადასტურების მომენტიდან.

7. ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებული იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს  ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა, განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში,  სრული საპრივატიზებო  საფასურის გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) აუქციონში გამარჯვებულის მიერ სხვა სააუქციონო, და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს  ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%.-ს.

8. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის  შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა ქონების მმართველის  მიერ  განიხილება  აუქციონის  შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.  აუქციონში  გამარჯვებულს  არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი  „ბე“  ან წარმოდგენილი  საბანკო  გარანტია.  გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწული ხარჯები არ ანაზღაურდება.

9. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის, მომსახურების საფასურის და განვადების საფასურის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ,  ხოლო წილებისა და აქციების შემთხვევაში შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების  პირობით.

10. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას  მარეგისტრირებელ ორგანოში უზრუნველყოფს  ქონების შემძენი.

11. აუქციონში  გამარჯვებულის  მიერ  გადახდილი  „ბე”  ჩაითვლება  ანგარიშსწორებისას.

12. ელექტრონულ აუქციონში  გამარჯვებულს, სრული საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემთხვევაში,  წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდება უკან.

13. იმ შემთხვევაში, თუკი ოქმითა და ხელშეკრულებით განსაზღვრულია შეზღუდვები, აღნიშნული განიხილება როგორც შეძენილი ქონების შემდგომი განკარგვისა და  განვითარებისთვის  გათვალისწინებული პირობა.

14. პრივატიზებულ ობიექტზე ნებისმიერი ნებართვა, ლიცენზია ან/და სხვა ნებისმიერი საქმიანობა წარმოებს საპრივატიზებო შეზღუდვების გათვალისწინებით.

15. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

16. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქონებასთან  დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

17. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი  რჩება  გამყიდველს,  ხოლო  ორი  გადაეცემა  აუქციონში  გამარჯვებულს.

18. აუქციონში  გამარჯვებული ადასტურებს,  რომ გაეცნო და ეთანხმება  ხელშეკრულების შინაარსს  და სრული  ნებაყოფლობის  საფუძველზე  ხელს  აწერს  წინამდებარე  ხელშეკრულებას.

19. ხელშეკრულებას,  რომელიც  გამყიდველთან  რჩება,  თან ერთვის:

ა) ამონაწერი  საჯარო და/ან  სამეწარმეო  რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთახევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის  უფლებამოსილების  დამადასტურებელი  დოკუმენტი.

 

ქონების  მმართველი

---------------------------------------                   -------------------------------------

      (რეკვიზიტები)                                             (ხელმოწერა)   

 

 

აუქციონში  გამარჯვებული  პირი

----------------------------------------              -------------------------------

          (რეკვიზიტები)                                    (ხელმოწერა)

           

 

 

                                                                                  ----------------------------------    ბეჭდის    ადგილი

 


დანართი №3

პირობების გარეშე  გამოცხადებული აუქციონის

 ხელშეკრულება


ბორჯომის   მუნიციპალიტეტი

  პირობების გარეშე  გამოცხადებული აუქციონის

 ხელშეკრულება

  N-----

„-------” -------------------”                                                 ქ. ბორჯომი

 (რიცხვი, თვე,  წელი)

 

წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმდა ------------------------------------------------------

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებულის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/პირადი N,  იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი,  წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, პირადი N, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების   მოთხოვნების შესაბამისად

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი, ქონების დასახელება, მონაცემები საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი

ფართობი, წილის ოდენობა და ქონების სხვა აღწერილობა)

                       

მდებარე,--------------------------------------------------------------------------------------------------------

                                                      ქონების  მისამართი)

 

 ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური:  ------------             (---------------------------) ლარი.

                                                                             (ციფრებით)       (სიტყვიერად)

შემდგომი პრივატიზების მიზნით  ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამართულ -----N---- აუქციონზე    N ------  ლოტზე მის მიერ

შემოთავაზებული  ფასის: ---------------------------     (----------------------------------) ლარი

                                               (ციფრებით)                      (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – აუქციონში გამარჯვებული) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, „მუნიციპალიტეტის ქონების  პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის  უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის N669 დადგენილების თანახმად,  რაც დადასტურებულია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №_________ ოქმით.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდგომ – საკუთრებაში  გადაეცემა

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(შემდგომში – ქონება)

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების

თაობაზე საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი,  უძრავი ქონების  ფართობი,   ქონების სხვა აღწერილობა)

აუქციონში  გამარჯვებული ვალდებულია:

 

ა) აუქციონზე  შეძენილი  ქონების სრულ  საფასურსა და საგარანტიო თანხას/ბეს შორის არსებული        

 სხვაობა : ---------------            (-----------------------------------)  ლარი

                 (ციფრებით)          (სიტყვიერად)

 

გადაიხადოს  წინამდებარე  ხელშეკრულების გაფორმებიდან   ------------   ----------------  კალენდარული დღის ვადაში

შემდეგ საბანკო ანგარიშზე :

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გ) ---------------------------------------------------------------------------------------------------------------

სხვა პირობები და ვალდებულებები:

1. ოქმისა  და  ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის სრულად დაფარვამდე,  აუქციონში  გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის  ქონება  გადაეცემა  მფლობელობაში,  ამასთან, აუქციონში გამარჯვებული  პასუხისმგებელია  მიღებული  ქონების  მოვლა-პატრონობასა  და დაცვაზე.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია,   ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას  წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აუქციონის პირობები, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

3. აუქციონში გამარჯვებულს შეძენილ ქონებაზე საკუთრების  უფლების დადასტურებამდე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან  შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გადაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით, დაანაწევროს,  ან სხვაგვარად დატვირთოს. ამასთან,  იგი  პასუხისმგებელია  მიღებული ქონების  მოვლა-პატრონობასა  და დაცვაზე.

4. ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ  მათი დადასტურების მომენტიდან.

5. თუ აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის სრულ საპრივატიზებო საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, აუქციონში გამარჯვებულს არ ეძლევა საკუთრების უფლება  ქონებაზე, არ უბრუნდება შეტანილი „ბე“  ან  წარმოდგენილი საბანკო გარანტია, გადახდილი თანხები და ქონებაზე გაწეული ხარჯები არ უნაზღაურდება;

6. აუქციონში  გამარჯვებულის  მიერ  გადახდილი  „ბე“/საბანკო გარანტია ჩაითვლება  ანგარიშსწორებისას.

7. აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურს, სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და  შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.  

8. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას  მარეგისტრირებელ  ორგანოში უზრუნველყოფს  ქონების შემძენი.

9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

10. პრივატიზებულ ქონებასთან  დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი.

11. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება  გამყიდველს,  ხოლო  ორი გადაეცემა  აუქციონში  გამარჯვებულს.

12. აუქციონში  გამარჯვებული ადასტურებს,  რომ გაეცნო და ეთანხმება  ხელშეკრულების შინაარსს  და სრული  ნებაყოფლობის  საფუძველზე  ხელს  აწერს  წინამდებარე  ხელშეკრულებას.

 

 

ქონების   მმართველი

 

---------------------------------------                   -------------------------------------

      (რეკვიზიტები)                                        (ხელმოწერა)   

 

 

აუქციონში  გამარჯვებული  პირი

 

----------------------------------------              -------------------------------

          (რეკვიზიტები)                                       (ხელმოწერა)

           

 

                                                                                  ----------------------------------  ბეჭდის ადგილი .