დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340020.22.038.016610 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №57 ბრძანებაში (სსმ, 010340020.22.038.016472, 26/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. მე-9 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას;“; გ) „კ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი: „კ1) მინისტრის დავალებით, უზრუნველყოფს არაგეგმური აუდიტის განახორციელებას;“. 3. მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმა;“. 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შიდა აუდიტის დაწყების საფუძველია კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმის საფუძველზე შემუშავებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის წლიური გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. შიდა აუდიტის ობიექტს შიდა აუდიტის განხორციელებამდე წარედგინება შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მიერ შედგენილი და დამტკიცებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა.“. 5. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ხელშეწყობას;“. 6. მე-14 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგენს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმას;“; ბ) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) ახორციელებს შიდა აუდიტს „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები