„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4-12
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016267
4-12
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
330130000.35.101.016267
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-12

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ.თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge 06/01/2015б სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.101.016104 ) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.  მე-2 მუხლის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ზონა - სასაფლაოს ნაწილი, რომელიც დამტკიცებულია ოპერატორის მიერ თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით და რომელიც  განკუთვნილია და გამოიყენება ადამიანის ნეშტის დასაკრძალად. ზონა  შესაძლებელია შედგებოდეს სექტორებისგან. დამტკიცებულ ზონებში ზონის შიგნით ცვლილებების შეტანას ახორციელებს ოპერატორი თბილისის მთავრობასთან შეთანხმების გარეშე;“

,,ვ) სექტორი -  დამტკიცებულ ზონაში არსებული, საფლავების ერთი ან რამდენიმე რიგი;“.

 

2. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი  მიწის ნაკვეთი შედგება არა უმეტეს 5 ზონისგან. ამ წესის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად ზონების რიგითობასა და ზონის დადგენას ახორციელებს ოპერატორი თბილისის მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო ფასებს ადგენს  თბილისის  მთავრობა. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან/და მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით.  მე-5 ზონის გამოყოფა სავალდებულოა და აღნიშნულ ზონაში განთავსებული ერთ და ორადგილიანი საფლავების გამოყოფა უფასოა. საქალაქო სასაფლაოზე მე-5 ზონაში განლაგებული  თავისუფალი საფლავების რაოდენობა  უნდა იყოს  იმავე სასაფლაოზე თავისუფალი საფლავების რაოდენობის არანაკლებ  40%. მე-5 ზონის გარეთ არსებულ თავისუფალი მიწის ნაკვეთზე სხვა ზონების რიგითობა დამოკიდებულია არსებულ რელიეფსა და ინფრასტრუქტურაზე, ხოლო საფლავის გამოყოფის ფასი განისაზღვრება სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფის ფასის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, საქალაქო სასაფლაოზე მე-5 ზონის გარეთ არსებულ ზონებში საფლავის გამოყოფის ფასი არანაკლებ 20%-ით ნაკლები უნდა იყოს კერძო სასაფლაოებზე არსებულ ფასებზე.“    

 

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საგვარეულო სამარხის არქონის შემთხვევაში მე-5 ზონაში,  დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს უფასოდ ერთ ან  ორადგილიანი საფლავის გაცემა;“

 

4. მე-6 მუხლის 22 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საფლავში, როგორც წესი, შეიძლება იყოს არაუმეტეს ექვსი სამარე. გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ოპერატორის გადაწყვეტილებით.”. 

მუხლი 2
ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შესაბამისი საქალაქო სასაფლაოს დამტკიცებული ზონები ჩაითვალოს შეთანხმებულად/დამტკიცებულად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი