„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4-11
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280090000.35.101.016268
4-11
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
280090000.35.101.016268
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-11

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №33-138 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 04/01/2016; სარეგისტრაციო კოდი: 280090000.35.101.016248) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

 

ა) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განსაკუთრებულ შემთხვევებში, გამგებელს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამ წესით დადგენილისაგან განსხვავებული პირობებით და წესით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ან საცხოვრებელ პირობებში მყოფი პირებისათვის, აგრეთვე სტიქიური უბედურების (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ხანძარი და სხვა) შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემის შესახებ.“;

 

ბ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლის 11. გარდამავალი დებულებები

1. პირებს, რომლებსაც 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია და აკმაყოფილებენ ამ წესის მოთხოვნებს, 2015 წლის დეკემბერში დამტკიცებული სიის მიხედვით, გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა.

2. პირებისათვის, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე იღებდნენ საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციას, ამ წესის ამოქმედების შემდეგ კომპენსაციის გაცემისას, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული 24-თვიანი ვადის ათვლა იწყება თავიდან.

3. პირებს, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით (მათ შორის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობის საფუძველზე) უნაზღაურდებოდათ დროებითი საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაცია, „ქ. თბილისში დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის პროგრამის განხორციელების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2012 წლის 26 დეკემბრის №35.50.1312 დადგენილებით დამტკიცებული სიის მიხედვით, შეიძლება გაუგრძელდეთ კომპენსაციის გაცემა არაუმეტეს 2016 წლის 31 დეკემბრისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი