„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4-10
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 330120000.35.101.016269
4-10
19/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
330120000.35.101.016269
„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის N19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4-10

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1.   „ცალკეული ხაზობრივი ნაგებობების განთავსების, სამუშაოების წარმოების ან/და მათი შემდგომი რეგისტრაციის თაობაზე თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-75 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014, სარეგისტრაციო კოდი: 330120000.35.101.016061) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული თანხმობა შესაძლებელია გაცემულ იქნეს შემდეგი შეზღუდვით ან/და პირობით:

ა) ასფალტის საფარი უნდა გაიჭრას ფრეზის ან ხერხის გამოყენებით;

ბ) სავალ ნაწილზე კომუნიკაციის ქსელის ჩადება მოხდეს ტექნიკური ნორმებით დასაშვებ სიღრმეზე და გატარდეს გარცმის მილში;

გ) სატრანსპორტო საშუალებათა ინტენსიური მოძრაობის მონაკვეთში სამუშაოების წარმოება განხორციელდეს ღამის საათებში (00:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე). სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი აღდგეს სამუშაოს დაწყებიდან სააგენტოს მიერ განსაზღვრულ  ვადაში;

დ) თხრილის დამუშავებისას გრუნტი  გატანილ იქნას ამოღებისთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განსაზღვრულ სპეციალურ ტერიტორიაზე. თხრილის დამუშავებისას გრუნტის არგატანის შემთხვევაში  განმცხადებელს დაეკისრება ადმინისტრაციული სახდელი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ შესაბამისად;

ე) 60 სმ-ის სიღრმის ქვემოთ თხრილი უნდა შეივსოს ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით (მაქსიმალური ზომა 120მმ. ფრაქციით) ხოლო 60 სმ-ის ზემოთ შეივსოს ფრაქციული ღორღით (0მმ-40მმ ფრაქციით), მოყვანილ იქნას ოპტიმალურ ტენიანობამდე და დაიტკეპნოს 20 სმ-იან ფენებად ვიბრომტკეპნის საშუალებით, რომლის შემდგომ ზედაპირი დამუშავდეს 300-450 გრ/მ2ოდენობის ბიტუმის ემულსიით;

ვ) ჩაჭრილ სწორკუთხოვან ნაწიბურებზე, მისი გასუფთავების შემდეგ, მოეწყოს თვითწებვადი ბიტუმის ლენტი, ან დამუშავდეს თხევადი მოდიფიცირებული ბიტუმით. ამის შემდეგ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა მოეწყოს ასფალტის საფარი არსებული კონსტრუქციის შესაბამისად, ფენებს შორის 250-350 გრ/მ2 ბიტუმის ემულსიის მოსხმით;

ზ) ქუჩის გადაკვეთა მოხდეს გვირაბული მეთოდით;

თ) სავალი ნაწილის განივი კვეთისას, ასფალტის საფარი აღდგეს და სამუშაოების დასრულებისთანავე მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში.

ი) საავტომობილო სავალი გზის ასფალტბეტონის საფარის აღდგენა განხორციელდეს არსებული ფენების შესაბამისად, ორ ფენად (6 სმ. + 4 სმ.), სრული ნორმების დაცვით, სპეციალური ტექნიკის საშუალებით;

კ) ტროტუარი აღდგეს თხრილის ფარგლებში და მოეწყოს ახალი 3 სმ-იანი ასფალტის საფარი ისე, რომ ასფალტის ნიშნული მოყვანილ იქნეს არსებული ბორდიურის ნიშნულზე, წყლის მოცილების გათვალისწინებით. აღნიშნული უნდა განხორციელდეს არსებული ასფალტის საფარის მოხსნით და საჭიროების შემთხვევაში წვრილმარცვლოვანი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით დამუშავებით;

ლ) გრუნტის საფარიან (და გამწვანების) ზოლში სამუშაოების დასრულების შემდეგ, ტერიტორია მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;

მ) ახალი ჭის მონტაჟის დროს, ჭის ხუფის ზედა ნიშნული მოყვანილ უნდა იყოს არსებული საფარის ნიშნულზე;

ნ) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) საფარის მოწყობის დროს, ტროტუარის პროფილი მოეწყოს ისე, რომ გათვალისწინებულ იქნეს წყლის მოცილება, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება;

ო) ქვაფენილით (მოკირწყვლით, ბეტონით, ფილებით) მოპირკეთებული საფარი, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოყვანილ იქნეს პირვანდელ მდგომარეობაში;

პ) პროექტი შეთანხმდეს ყველა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან (საჭიროების შემთხვევაში მიწის იმ ყველა მფლობელთან, სადაც უნდა გაიაროს ხაზობრივმა ნაგებობამ);

ჟ) სამუშაოს დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში აღდგენილი ასფალტობეტონის საფარის ჯდენის ან სხვა სახის ხარვეზის გამოვლენისას იგი გამოსწორებულ უნდა იქნეს განმცხადებლის ხარჯებით შეტყობინებიდან 10 (ათი) დღის ვადაში;

რ) ტრანსპორტის და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოძრაობის უსაფრთხოების სქემა შეთანხმდეს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციასთან;

ს) სამუშაოების შესრულება შეთანხმდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან;

ტ) სამუშაოთა წარმოების ადგილას მოეწყოს საინფორმაციო აბრა შემსრულებელი ორგანიზაციის სახელწოდებისა და ტელეფონის მითითებით; მუშებსა და ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს სამშენებლო მოედანზე ყოფნისას უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, ხოლო სპეციალური სამუშაოები უნდა შესრულდეს სათანადო აღჭურვილობის გამოყენებით.

უ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების წარმოება ხორციელდება ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ მონაკვეთზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაო ზონა უნდა შემოიფარგლოს დამცავი ჯებირებით ან უსაფრთხოების დამცავი ბადით, ხოლო ღამის პერიოდში - ასევე მოციმციმე სასიგნალო ნათურებით. სამუშაოების წარმოების ადგილზე უნდა განთავსდეს სამუშაოების წარმოებისა და მოძრაობის მაჩვენებელი შესაბამისი ნიშნები;

ფ) სატრანსპორტო საშუალებათა სავალი ნაწილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოციმციმე სასიგნალო ნათურებით და გამაფრთხილებელი თანამედროვე საგზაო ნიშნებით;

ქ) სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ვადები ეცნობოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს;

ღ) სამუშაოების წარმოების დაწყება წინასწარ ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამორიგეო ნაწილს ტელეფონოგრამის სახით;

ყ) სამუშაოების წარმოება განხორციელდეს უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. ტექნიკური პირობების და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისროს სამუშაოების მწარმოებელს;

შ) სამუშაოს მწარმოებელმა სამუშაოს წარმოებისას თან იქონიოს სააგენტოს გადაწყვეტილება და მისი დანართები (ორთოფოტო - ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ტრაექტორიის ჩვენებით და შესაბამისი სამუშაოების წარმოებისთვის დადგენილი პირობები)“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი