„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.016857
36
19/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
190040000.22.033.016857
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №36

2016 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016291) დამტკიცებულ „სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს ცვლილება და წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით მხარჯავი დაწესებულება გადანაწილების შესახებ მოთხოვნას (შემდგომში – მოთხოვნა) წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილებაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარდგენილ მოთხოვნაში აუცილებელია მოყვანილ იქნეს შესაბამისი დასაბუთება მხარჯავი დაწესებულების მიერ მოთხოვნილ გადანაწილებაზე. მხარჯავ დაწესებულებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მოთხოვნის შინაარსსა და გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.

3. მხარჯავი დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნაში ცალკე გამიჯნოს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან სამართლებრივი აქტით ამავე მხარჯავი დაწესებულებისთვის გამოყოფილი სახსრების გადანაწილებაზე ინფორმაცია თითოეული სამართლებრივი აქტის და ამ აქტის საფუძველზე გამოყოფილი სახსრების წყაროს მიხედვით.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილ მოთხოვნაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარჯავმა დაწესებულებამ სახელმწიფო ხაზინაში არ უნდა წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესაბამისად გათვალისწინებული ვალდებულებების და მოთხოვნის დოკუმენტები იმ თანხებზე, რომლებზედაც არსებობს გადანაწილების მოთხოვნა.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია, მხარჯავი დაწესებულების მიერ გადანაწილების თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნით გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.

6. სახელმწიფო ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების კვარტლებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე მხარჯავი დაწესებულების მოთხოვნას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას 15 სამუშაო დღის ვადაში.

7. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით.

8. სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილებაზე გადაწყვეტილების მიღებაზე ასევე უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადანაწილება ხორციელდება საბიუჯეტო კლასიფიკაციის იმ დეტალიზაციის დონეზე, რომელიც მხარჯავი დაწესებულებისთვის დამტკიცებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონით და განაწილებაში მონაწილე არცერთი მუხლის წლიური მოცულობა არ იცვლება 10 000 ლარზე მეტით, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელთა დროებით შრომისუუნარობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დაწესებული დახმარების გაცემის მიზნით - შეუზღუდავად;

ბ) გადანაწილებით  არ იცვლება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებით განსაზღვრული ასიგნებების წლიური მოცულობა (ხორციელდება მხოლოდ კვარტლებს შორის ასიგნებების გადანაწილება).

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრული გადანაწილების გარდა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას ან გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, შესაბამის წინადადებებს წარუდგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კურატორ მინისტრის მოადგილეს.

10. ასიგნებების გადანაწილებაზე მიღებული დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტი ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

11. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  და ამავე დეპარტამენტის სახელმწიფო და ნაერთი ბიუჯეტის ფორმირების სამმართველოს უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.

12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებით გათვალისწინებული ასიგნებები.

13. განხორციელებული ცვლილებები მხარჯავი დაწესებულებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მხარჯავ დაწესებულებას ეცნობება წერილობით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური