სს ,,ლიბერთი ბანკის" აქციონერთა რიგგარეშე საერტო კრების მოწვევის თაობაზე

  • Word
სს ,,ლიბერთი ბანკის" აქციონერთა რიგგარეშე საერტო კრების მოწვევის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 03065/6340
დოკუმენტის მიმღები ს.ს."ლიბერთი ბანკი"
მიღების თარიღი 18/02/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
03065/6340
18/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
სს ,,ლიბერთი ბანკის" აქციონერთა რიგგარეშე საერტო კრების მოწვევის თაობაზე
ს.ს."ლიბერთი ბანკი"

2016 წლის 18 თებერვალი

სს „ლიბერთი ბანკის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ

 

 

გაცნობებთ, რომ სს „ლიბერთი ბანკის“ (შემდგომში - ბანკი) ჩვეულებრივი აქციების მფლობელ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების (შემდგომში - საერთო კრება) ჩატარება დაგეგმილია 2016 წლის 14 მარტს, 10:00 საათზე. „ბანკის“ აქციონერთა „საერთო კრების“ დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

„ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრის, ბატონი მარტინ პოლ გრემის ანაზღაურების განსაზღვრა და დამტკიცება წლიური 260,000 ლარის ოდენობით, გადასახადების ჩათვლით, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს ყოველთვიურად, 12 თანაბარ ნაწილად, „ბანკის“ სახელფასე პოლიტიკით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბანკის სამეთვალყურეო საბჭო რეკომენდაციას უწევს აქციონერებს, რომ დაამტკიცონ ზემოაღნიშნული საკითხი.

ბანკის აქციონერთა საერთო კრება გაიმართება სს „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში შემდეგ მისამართზე: ლიბერთი თაუერი, მე-6 სართული, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74, თბილისი 0162, საქართველო,

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2016 წლის 14 მარტს, 9:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2016 წლის 12 თებერვალი.

აქციონერთა საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2016 წლის 4 მარტიდან სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების რეგისტრატორთან - სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: მე-7 სართული, კორპუსი 10, ვაჟა-ფშაველას გამზ71, თბილისი 0186, საქართველო.

სს „ლიბერთი ბანკი“

გენერალური დირექტორი                                        ა. ხოროშვილი