ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.016197
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
18/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
190040000.35.151.016197
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2016 - 18/01/2018)

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2016 წლის 18 თებერვალი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის პირველი პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე  მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 იანვრის  №3 დადგენილება (სსმ 29.01.2013. 190040000.35.151.016117) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი  სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2016 წლის 01 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი



დანართი №1

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები 2016 წელი

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

1

მთავარი საჯარო თანამდებობა

გამგებელი

2650

2

მთავარი საჯარო თანამდებობა    გამგებლის მოადგილე

1500

3

წამყვანი საჯარო თანამდებობა

სამსახურის უფროსი

 

1200

4

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი

980

5

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგებლის თანაშემწე

 

940

6

უფროსი საჯარო თანამდებობა

გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში

 

940

7

უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი

 

800

8

უმცროსი  საჯარო თანამდებობა

წამყვანი სპეციალისტი

 

710

9

წამყვანი საჯარო თანამდებობა

სამხედრო აღრიცხვისა  და გაწვევის სამსახურის უფროსი

1000

10

უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი აღრიცხვის საკითხებში

650

11

უფროსი საჯარო თანამდებობა

მთავარი სპეციალისტი გაწვევის საკითხებში

650