დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 18/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/02/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016190 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის № 14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის დ.ა ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების განსახორციელებლად გამოსაყოფი თანხის განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №176 განკარგულების შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის №14 დადგენილებაში (wwwmatsne.gov.ge,06.01.2016, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.151.016189) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველ მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
“. |
2.
მეორე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
“. |
3.
მესამე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 4469.8 ათასი ლარის ოდენობით:
|
4.
მეოთხე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
“. |
5.
მეხუთე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2211.3 ათასი ლარის ოდენობით:
“. |
6.
მეშვიდე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
“.
|
7.
მერვე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4087.7 ათასი ლარის ოდენობით,თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0.0 ათ. ლარის ოდენობით,მათ შორის:
“. |
8.
მეცხრე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
9.
მეათე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -2371.1 ათასი ლარის ოდენობით. |
10.
მეთერთმეტე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -2394.1 ათასი ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ფინანსური აქტივების კლება - 2394.1 ათასი ლარის ოდენობით. |
11.
მეთორმეტე მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1.განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -23.0 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 16.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები; |
12.
მე-16 მუხლის პირველ პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში
1.1 საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) „ სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმდინარე წლის 10 იანვრიდან ლიკვიდირებული იქნა საქართველოს შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სახანძრო -სამაშველო სამსახურები და შესაბამისად ჩამოყალიბდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, რომელიც 2016 წლიდან თვითონ უზრუნველყოფს სახანძრო-სამაშველო სამსახურების დაფინანსებას. 1.2 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
13.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, დასუფთავების ღონისძიებები,საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კეთილმოწყობის ღონისძიებები . მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა. ათას ლარებში
2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფ.ფხელშე-გორისციხის გზის ,დაბა სტეფანწმინდაში ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია . ასევე სააკაძის და თბილისის ქუჩების და ფანშეტისა და თრუსოს ხიდების რეაბილიტაციის დასრულება 2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა - შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის გაფართოვება, მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. მუნიციპალიტეტის საკანალიზაციო და წყლის სისტემების რეაბილიტაცია. მოსახლეობის სასმელი წყლით უწყვეტი მომარაგება. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფავება და დასუფთავებისათვის რეალური პირობების შექმნა. 2.2.1 გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. 2.2.2 წყლის სისტემის მოწყობა- რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გასულ წლებში სისტემატურად მიმდინარეობდა საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, რაც ეტაპობრივად გაგრძელდება. ქვე პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფ.გარბანში და სოფ.ყანობში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა,ასევა სოფ.არშის საკანალიზაციო ქსელის,სნოს სანიაღვრე სისტემის მშენებლობის დასრულება, ასევე დაგეგმილია სოფ.სოფ. აჩხოტის,კარკუჩის , გორისციხის, ცდოს, ყანობის და სნოს. წყლის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2.2.3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან ბუნკერების გათავისუფლება. მუნიციპალიტეტი სისტემატურად ზრუნავს რაიონის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. 2.2.4 „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის“ ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 03 02 04 ) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა სტეფანწმინდის სასაფლაოების და მისი ტერიტორიის მოვლა პატრონობა,მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გამწვანება, გარე -განათების ქსელის ექსპლოატაცია (რემონტი,გამოცვლა,მონტაჟი), საგზაო ნიშნების მოწყობა, ტერიტორიის დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა,ზამთრის სეზონზე მუნიციპალური გზების გაწმენდა თოვლისგან, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა და მოვლა-პატრონობა,სოფლების წყალსადენების ექსპლოატაცია და მოვლა პატრონობა. 2.2.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებია, რომლებიც ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სოფ.სნოში სასტუმროს მშენებლობის დასრულება. 2.2.6. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) პროგრამა, რომელიც ეფექტურად დაიწყო 2010 წელს, გრძელდება.პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურის მშენებლობა– რეაბილიტაციას და ექსპლოატაციას მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით. კერძოდ: შიდა გზების, სასაფლაოს ღობეების ,სარიტუალო სახლების , წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობას და წინა წლებში აღდგენილი ობიექტების შემდგომ მოვლა-პატრონობას. |
14.
მე-16 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯების დაფინანსება.
3.1 სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 01) მომავალი თაობის აღზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს,რომლის ფარგლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს შვიდი საბავშვო ბაგა–ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 165 ბავშვი. 3.2 მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის დონის ამაღლებას.პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა წრეები,როგორიცაა: ინგლისურის, ხატვის, ქორეოგრაფიული, ქსოვისა და თექის შესწავლის.ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული წრეები. |
15.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
4. კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ათას ლარებში
4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კომპლექსური სასპორტო სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი აქტიურად აფინანსებს სპორტულ ღონისძიებებს, როგორიცაა თავისუფალი ჭიდაობა, ფეხბურთი, მეკლდეურობა. ასევე ყოველწლიურად იმართება ტ. ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში და ა.ალიბეგაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში. გამარჯვებული გუნდები ჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია აგრეთვე დაბა სტეფანწმინდაში სპორტული დარბაზის მშენებლობა. 4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. 4.2.1 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება(პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული ”ყაზბეგობა”, რომლის მიზანია ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და დიდი ქართველი მწერლის ალ. ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული შემოქმედებითი კოლექტივები, პოეტები და მწერლები. მიმდინარე ხარჯების გარდა ქვეპროგრამა ითვალისწინებს დაბა სტეფანწმინდაში კულტურის სახლის მშენებლობის დასრულებას. 4. 2.2 ბიბლიოთეკების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 02) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2016 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება.ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ფუნქციონერებს სამი ბიბლიოთეკა: ერთი ცენტრალური და ორი სოფლის, სიონის და გარბნის, მათი მიზანია საბიბლიოთეკო ფონდების შენახვა, მოვლა - პატრონობა,მკითხველის მხატვრული და ინტელექტუალური დონის ამაღლება. 4.2.3 კულტურის ცენტრის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემოქმედებითი და ლიტერატურული საღამოები, კერძოდ:
4.3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). |
16.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
5.მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 196.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00); |
17.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა 152.0 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 06 02); |
18.
მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის 5.2.1 ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა 81.0 ათ.ლარი(პროგრამული კოდი 06 02 01) მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებანი განისაზღვროს ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე |
|
დოკუმენტის კომენტარები