„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.017089
16/ნ
18/02/2016
ვებგვერდი, 18/02/2016
430010000.22.022.017089
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №16/ნ

2016 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 210211, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის:

1. „ქვეპუნქტით დამტკიცებულერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“:

ა) მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი – ამონაბეჭდი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე რეგისტრაციის ოფიციალური ვებგვერდის online.naec.ge (შემდგომში რეგისტრაციის ვებგვერდის) სპეციალური პროგრამიდან, რომლის საფუძველზეც აბიტურიენტი დაიშვება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე;“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით, ტესტირების გზით. ტესტირება ელექტრონული ფორმით ტარდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.“;

გ) მე-10 მუხლის:

გ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადებში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.“;

გ.ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  პუნქტი:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით ასევე უკან დაუბრუნდება პირს, რომელიც ვერ მოიპოვებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ატესტატს.“;

დ) მე-15 მუხლის:

დ.ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება პირის მიერ ივსება ელექტრონული ფორმით, ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლამდე, პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს ელექტრონული ფოსტის მისამართს, რის შემდეგაც ცენტრი ელექტრონული ფოსტის მისამართზე პირს უგზავნის შეტყობინებას შესაბამისი კოდის მითითებით იმის თაობაზე, რომ  მას უფლება აქვს გაიაროს რეგისტრაცია.“;

დ.ბ) მე-5 პუნქტი ამოღებული იქნეს;

დ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კოდის მიღების შემდეგ პირი რეგისტრაციის ვებგვერდზე უთითებს თავის პირად ნომერს, დაბადების თარიღს (რიცხვი, თვე, წელი) და ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ კოდს.“;

დ.დ) მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა) აბიტურიენტის მიერ ჩასაბარებელი საგნის/საგნების ან/და კონკურსის ჩამონათვალი. საგანთა ჩამონათვალში აბიტურიენტს უფლება აქვს მიუთითოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა და საგამოცდო საგნის ერთი ენა;“;

დ.ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის წარმატებით გავლის თაობაზე, აგრეთვე შევსებულ განცხადებაში ნებისმიერი ცვლილების თაობაზე პირს ეცნობება ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით.

9. აბიტურიენტს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები, გარდა ამ მუხლის 91 და მე-10 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;

დ.ვ) მე-9 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:

„91. აბიტურიენტს ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემის შეცვლა შეუძლია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი წლის პირველი ივნისისა.“;

დ.ზ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით  საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებამდე აქვს უფლება შეცვალოს ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემები. საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულების შემდეგ, აბიტურიენტის მიმართვის საფუძველზე ცენტრი ცვლილებას ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეცდომა დაშვებულია ცენტრის მიერ. თუ აბიტურიენტი საპრეტენზიო განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 დღის ვადაში არ მიმართავს ცენტრს, ძალაში რჩება საგანმანათლებლო პროგრამების ის რეიტინგული ჩამონათვალი, რომელიც ელექტრონულ მისამართზე ბოლოს გაეგზავნა აბიტურიენტს.“;

დ.თ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. აბიტურიენტთა შესახებ საბოლოო მონაცემთა შეგროვების შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, რეგისტრაციის ვებგვერდის სპეციალურ პროგრამაში განთავსდება საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში აბიტურიენტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად მიეთითება:

ა) ჩასაბარებელი საგნების ნუსხა;

ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება და მისამართი, სადაც აბიტურიენტი აპირებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას;

გ) გამოცდის/გამოცდების ჩატარების თარიღები, რეგისტრაციის დაწყების დრო.“;

ე) მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული აბიტურიენტი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტის თაობაზე არ აღმოჩნდება ინფორმაცია ან აღმოჩნდება, მაგრამ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება პიროვნებას, პირი ტესტირებაზე არ დაიშვება/მოიხსნება გამოცდიდან/პასუხების ფურცელი არ გასწორდება.“;

ვ) 22-ე მუხლის:

ვ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ტესტზე მუშაობის პროცესში აბიტურიენტს ცენტრი უზრუნველყოფს შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკითა და საწერი კალმით.“;

ვ.ბ) მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მერხზე პასუხების ფურცლის, საწერი კალმის და ამ დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;“;

ზ) 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.“;

თ) 251 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 251. პასუხების ფურცლების განადგურების პროცედურები

ცენტრი, ამ დებულების 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ტესტური დავალებებისა და მათი პასუხების  ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 12 თვის შემდეგ უზრუნველყოფს პასუხების ფურცლების განადგურებას.“;

ი) 28-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან  დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადი წარედგინება ელექტრონული ფორმით ონლაინრეჟიმში, ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა www.naec.ge და რეგისტრაციის ვებგვერდის  გამოყენებით.“;

2. „ქვეპუნქტით დამტკიცებულისახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის:

ა) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აბიტურიენტი, რომელსაც დებულების მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამის რეიტინგულ ჩამონათვალში სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის გარდა მითითებული აქვს სხვა აკადემიური პროგრამა, გრანტს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვებს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების და დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იმ არჩევითი საგნის ჩაბარების გზით, რომელსაც ის აბარებდა აკადემიურ პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოპოვების მიზნით.“;

ბ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სტუდენტი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ცენტრის მიერ სტუდენტებისათვის ორგანიზებულ საგრანტო კონკურსში (შემდგომში – სტუდენტთა საგრანტო კონკურსი) გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „დ.ა“-„დ.გ“ ქვეპუნქტებისა   ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „დ.ა“-„დ.გ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 9 თებერვლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე