„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 06/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.151.016195
6
18/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
190020020.35.151.016195
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2016 წლის 18 თებერვალი

დაბა სტეფანწმინდა

 

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო  მომსახურებისა და სოციალური  დახმარების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19.08.2014წ, 190020020.35.151.016154) შეტანილი იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  პირველი  მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

„1. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდეს დარჩენილი თანხის 70% არაუმეტეს 2100 ლარისა:

ა) ღვიძლის ფუნქციის სინჯები;

ბ) ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი;

გ) მუცლის ღრუს ექოსკოპია;

დ) გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია.

მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) ცნობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაფინანსების შესახებ.

2.,,ყველა სახის გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების შემდგომ ანაზღაურდეს:

ა) 0-დან 3000 ლარამდე - 70%;

ბ) 3001 ლარიდან ზევით არაუმეტეს 2100 ლარისა.“.

2.  დადგენილებით  დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

4.„იმ შემთხვევაში, როდესაც სამედიცინო მომსახურება არ შედის საყოველთაო დაზღვევის  პროგრამაში, დაფინანსების საკითხს განიხილავს კომისია და  სამედიცინო დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შემდეგი წესით:

ა) 0-დან-800 ლარამდე სამედიცინო მომსახურების ღირებულება  დაფინანსდება არაუმეტეს 500 ლარისა.

ბ)   801-დან 1000 ლარამდე  სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაფინანსდება 70% -ით.

გ)  1001-დან  3000 ლარამდე დაფინანსდება 65% -ით.

დ)  3001 ლარიდან  ზევით სამედიცინო მომსახურების ღირებულება დაფინანსდება  არა უმეტეს 2000 ლარისა.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

2.„სოციალური დახმარების მიმღებთა კონტიგენტის (ბენეფიციართა) განსაზღვრა

1. ახალშობილთა (ბავშვების დაბადებისათვის) ოჯახები;

2. მრავალშვილიანი ოჯახები;

3. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;

4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები 90 და 90 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქეები.

5. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება;

6. ჰემოდიალიზზე  მყოფი და  ონკოლოგიური  პაციენტების დახმარება;  

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მერვე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: 

1. დახმარება გაეწევა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მოქალაქეებს, რომელთა  სარეიტინგო ქულაა 100000-მდე, პენსიონერებს და ქრონიკულად დაავადებულებს რომლებსაც სამედიცინო ცნობისა (ფორმა 100) და ექიმის დანიშნულების საფუძველზე ესაჭიროებათ მედიკამენტების შეძენა.

2. წლიური ლიმიტი (წლის განმავლობაში ეტაპობრივად)  ბენეფიციარს განესაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3) მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტებია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);

დ) ექიმის დანიშნულება (მედიკამენტების სახეობა);

ე)  აფთიაქის მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;

ვ) ცნობა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციისა და სარეიტინგო ქულის შესახებ.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებს დახმარება მიეცემა თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით.

2. ონკოდაავადებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით მიეცემათ თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი  სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ( ფორმა 100);

დ) ცნობა  ჰემოდიალიზზე ყოფნის შესახებ.

6. დადგენილებით დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი  შინაარსის  მე-10 მუხლი:

„მუხლი 10. სამედიცინო  მომსახურებისა და სოციალური დახმარების  დაფინანსებისა და გაცემის წესი:

1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო და სოციალური  დახმარების ეფექტურად და მოწესრიგებულად გაწევის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტში იქმნება კომისია,რომელიც იღებს გადაწყვეტილებას სოციალური დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის მიერ  დასაფინანსებელი თანხის განსაზღვრის თაობაზე.

2. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეები,ასევე სამედიცინო სფეროდან მოწვეული სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები.

3. კომისიის თავმჯდომარე  თანამდებობრივად შეიძლება იყოს გამგებლის მოადგილე.

4. კომისიის სხდომა ტარდება ყოველი კვირის სამშაბათ დღეს. მოქალაქისათვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების  შემთხვევაში შეიძლება სხდომის ნებისმიერ დროს ჩატარება, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.

5. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე კომისია იღებს  საოქმო გადაწყვეტილებას,  განმცხადებლისათვის საჭირო მომსახურების დაფინანსების თაობაზე.

6. გადაწყვეტილების თაობაზე კომისია უფლებამოსილია, თუ ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

7. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში , გადამწყვეტი ხმა ეკუთვნის კომისიის თავმჯდომარეს.

8. საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის ოქმს ადგენს კომისიის მდივანი და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი. მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციის ქონის შემთხვევაში, უფლებამოსილია ოქმს თან დაურთოს წერილობითი ფორმით შედგენილი მოსაზრება.

9. ოქმი დგება სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს ორი დღისა და წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს.

10. კომისიის ოქმს თან  ერთვის განხილული დოკუმენტაცია, რომელიც ოქმის განუყოფელი ნაწილია.საბოლოო სახით ოქმი თანდართული  დოკუმენტაციით ინომრება და იკინძება, რომლის შედგენაზე პასუხისმგებლობა ეკისრება  კომისიის თავმჯდომარეს და  მდივანს.

11. საჭიროების შემთხვევაში  მუნიციპალიტეტის გამგებელი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაზე გასცემს საგარანტიო წერილს, სამედიცინო მომსახურების გაწევის ღირებულების  ანაზღაურების  შესახებ ან/და  ახორციელებს თანხის გადარიცხვას შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

12. დამატებითი სამედიცინო და სოციალური დახმარება მოქალაქეს გაეწევა წელიწადში ერთხელ.

13. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სამედიცინო დახმარების გაწევისათვის აუცილებელია სავალდებულო დოკუმენტაციას თან ახლდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა.“.

   

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი