დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1535 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 17/07/1998 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 170.000.000.05.001.000.405 |
საქართველოს კანონი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №012, მაისი, 1996 წ.) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 თავი:
„თავი V
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 59. კანონის მე-20 მუხლის ამოქმედება და ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა
1. ამ კანონის მე-20 მუხლი ამოქმედდეს „ნოტარიუსის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
2. სახელმწიფო ნოტარიუსი თანამდებობაზე დანიშვნამდე მუშაობას განაგრძობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და 1999 წლის 1 მაისამდე ამ კანონის შესაბამისად აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდას.“.
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 3 მაისის დადგენილების V და IX პუნქტები, ხოლო VI-VIII პუნქტები შესაბამისად გადაინომროს.
III. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 17 ივლისი
№1535–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები