დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ. | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 18/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.151.016192 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (23/02/2016 - 25/03/2016)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის (გარდა გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისა) საწვავის ყოველთვიური ხარჯი 2050 (ორი ათას ორმოცდაათი) ლიტრის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩავლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით საწვავის ყოველთვიური ხარჯი-2050 ლიტრი და ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი შემდეგი ოდენობით:
|
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 100 (ასი) ლიტრის ოდენობით, ხოლო სატელეფონო ხარჯი 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი 85 (ოთხმოცდა ხუთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ განახორციელოს ამ მუხლით დამტკიცებული რაოდენობის ფარგლებში საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შორის ლიმიტის განაწილება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 5 |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცეს უფლება განახორციელოს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საწვავისა და სატელეფონო ხარჯების ოდენობების ფარგლებში გამგეობის თანამშრომელთა შორის ლიმიტის განაწილება შესაბამისი სამართლებრივი აქტით. |
| მუხლი 6 |
საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩამოწერა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები ყოველთვიურად,წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას საკრებულოს აპარატის უფროსს შესრულებული დავალებისა და განხორციელებული უფლებამოსილებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის შესახებ. ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი საკრებულოს წევრების მიერ გასული თვის განმავლობაში გაწეული ხარჯის ჩამოწერის თაობაზე; გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და ჩამოწერას. |
| მუხლი 7 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №22 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“(სსმ ვებგვერდი 110420003, 27.04. 2011წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.016041). |
| მუხლი 8 |
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები