„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.153.016316
4
16/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
190040000.35.153.016316
„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2016 წლის 16 თებერვალი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილისა და  საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 ოქტომბრის №47 დადგენილებით დამტკიცებულ 1 და 2 დანართში (www.matsne.gov.ge, 05/11/2015, 190040000.35.153.016297), კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომებში, მის ორგანოთა მუშაობაში (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) მონაწილეობის მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესსა და პირობებს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილების მიღებისათვის მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 397 (სამას ოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარითა და  50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  საერთოდ არ აუნაზღაურდება დადგენილი ხარჯის ოდენობა ამ მუხლში აღნიშნული მოვალეობების საანგარიშო თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით შუსრულებლობისათვის.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებული 1 დანართის მ-4 მუხლი ამოღებულ იქნეს;

ე) დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან

დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემები

(თვე, წელი)

სახელი და გვარი

საკრებულოს სხდომაზე დასწრება

კომისიის სხდომაზე დასწრება

გაცდენა

საპატიო

არასაპატიო

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

აპარატის უფროსი

სახელი/გვარი:

ხელმოწერა: 

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის  1 თებერვლის შემდეგ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაურ ღვინიაშვილი