დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5470 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 17/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/07/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.42.047.016043 |
|
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში (სსმ III, 2003წ., №59, მუხ.517) და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შესაბამისად.”. |
2.
დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც კადრების მთავარი სამმართველოს წარდგინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა დადგენილი წესით შერჩეული შემადგენლობა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) შესაბამის ბრძანებაში გასათვალისწინებლად და დასამტკიცებლად წარედგინება სასწავლო კურსის პროგრამა და შერჩეულ მოსამსახურეთა სია. პროგრამას შეიმუშავებს და ბრძანების საფუძველზე კურსებს ატარებს სამსახურის სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).”; |
3.
დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები