დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის N05/63 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/03/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/03/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450190000.22.054.016215 |
|
„კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №05/63 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 23 ივნისის №05/63 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სარეგისტრაციო კოდი: 450190000.22.054.016187, ვებგვერდი, 24/06/2015) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექციის სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ:
ა) ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი; 2. დებულების მე-2 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექცია ვიზუალური შესწავლის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული კულტურული ფასეულობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისა ან დროებით გატანის მიზანშეწონილობის შესახებ.“. 3. დებულების მე-2 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექცია იკრიბება საჭიროებისამებრ.“. 4. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3) ამ მუხლში მითითებული დროებით გასატანი კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის საკითხს იხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექცია.“. 5. დებულების მე-5 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, რომელთა გატანისა და დროებით გატანის საკითხს იხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს კულტურულ ფასეულობათა სექცია.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები