შპს„ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

შპს„ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020825
224
11/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
000000000.00.003.020825
შპს„ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №224

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

შპს „ნეო სინემას“ მხარდასაჭერად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ნეო სინემას“ მიერ მხატვრული ფილმის – „ჩემი ხატია სამშობლო“ პრომორგოლის გადაღების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ნეო სინემასათვის“ (ს/კ: №438728290) სათანადო დახმარების გაწევა და 1 (ერთი) დღის ვადით შპს „ნეო სინემას“ მიერ 48 (ორმოცდარვა) ლარის სანაცვლოდ (მიმღები: სახელმწიფო ხაზინა TRESGE22, მიმღების ანგარიში: 200122900, სახაზინო კოდი: 302006500) დანართით განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოფა.

პრემიერ-მინისტრი                                                       გ. კვირიკაშვილი

დანართი

1. ავტომანქანა „პიკაპი“ – 1 (ერთი) ერთეული.

2. პისტოლეტი „პმ“ 9X18 მმ – 1 (ერთი) ცალი.

3. ავტომატი „აკმ“ 7.62X39 მმ – 1 (ერთი) ცალი.

4. ფუჭი ვაზნა 7,62X39 – 30 (ოცდაათი) ცალი.

5. ჩაფხუტი – 11 (თერთმეტი) ცალი.

6. ფორმა საველე კომუფლირებული (მულტიკამი) – 11 (თერთმეტი) კომპლექტი.

7. განტვირთვის ჟილეტი – 11 (თერთმეტი) ცალი.

8. ზურგჩანთა – 11 (თერთმეტი) ცალი.

9. წყლის მათარა – 11 (თერთმეტი) ცალი.

10. კარდალა – 11 (თერთმეტი) ცალი.

11. ფეხოსნის მცირე ნიჩაბი – 11 (თერთმეტი) ცალი.

12. მაღალყელიანი ფეხსაცმელი – 11 (თერთმეტი) წყვილი.

13. პარალონი – 11 (თერთმეტი) ცალი.