საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით გველის შხამის საწინააღმდეგო შრატით უზრუნველყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020848
  • Word
220
11/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
000000000.00.003.020848
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით გველის შხამის საწინააღმდეგო შრატით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  220

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით გველის შხამის საწინააღმდეგო შრატით უზრუნველყოფის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა უსაფრთხოების მიზნით:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, „დაავადებათა კონტროლისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების პროგრამის მართვის“ ფარგლებში შესყიდული 5 დოზა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი, მოხმარების მიზნით, უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ −          ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი                                                           გ კვირიკაშვილი