საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნიუ-მეხიკოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრს („UNMHSC“) შორის გასაფორმებელი „ინტელექტუალური საკუთრების პირობების ხელშეკრულების - ECHO პროექტი (ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესება)“ მოწონების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020847
  • Word
219
11/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
000000000.00.003.020847
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნიუ-მეხიკოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრს („UNMHSC“) შორის გასაფორმებელი „ინტელექტუალური საკუთრების პირობების ხელშეკრულების - ECHO პროექტი (ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესება)“ მოწონების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  219

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნიუ-მეხიკოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრს („UNMHSC“) შორის  გასაფორმებელი „ინტელექტუალური საკუთრების პირობების ხელშეკრულების - ECHO პროექტი (ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესება)“ მოწონების თაობაზე

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის 139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ნიუ-მეხიკოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამეცნიერო ცენტრს („UNMHSC“) შორის გასაფორმებელი „ინტელექტუალური საკუთრების პირობების ხელშეკრულება - ECHO პროექტი (ჯანდაცვის გამოსავლების გაუმჯობესება)“.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ხელშეკრულებაში შესაბამისი პირობების დაზუსტება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ან ხელშეკრულების მოქმედებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების კორექტირება მის ხელმოწერამდე ან ხელმოწერის შემდეგ  გადაწყდეს ხელშეკრულების მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს მთავრობასთან დამატებით შეთანხმების გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                                                      გ . კვირიკაშვილი