დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აკოზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 218 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020846 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №218
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „აკოზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 71 მუხლის მე- 7 პუნქტის საფუძველზე :
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შპს „აკოზე“ (ს/კ: 406032788) გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №0000016 ლიცენზიაში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 4687726 | 8374968 |
| 2 | 4687723 | 8374983 |
| 3 | 4687692 | 8375009 |
| 4 | 4687659 | 8375029 |
| 5 | 4687632 | 8375050 |
| 6 | 4687622 | 8374965 |
| 7 | 4687616 | 8374883 |
| S=0,93 ჰა | ||
შეცვლა სხვა ფართობით, რომლის კოორდინატებია:
| № | X | Y |
| 1 | 374507 | 4684286 |
| 2 | 374485 | 4684152 |
| 3 | 374477 | 4684085 |
| 4 | 374427 | 4684092 |
| 5 | 374414 | 4684094 |
| 6 | 374434 | 4684249 |
| 7 | 374428 | 4684313 |
| 8 | 374364 | 4684319 |
| 9 | 374376 | 4684381 |
| 10 | 374409 | 4684382 |
| 11 | 374466 | 4684363 |
| 12 | 374467 | 4684355 |
| 13 | 374462 | 4684286 |
| S= 2,0 ჰა | ||
2. შპს „აკომ“ (ს/კ: 406032788) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შეცვლილ სალიცენზიო ფართობზე, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №0000016 ლიცენზიის მოქმედების ვადის ბოლომდე (2028 წლის 18 სექტემბრამდე), განახორციელოს 96 502 მ3-ის ოდენობის კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის მოპოვება , სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. ლიცენზიის მფლობელმა უზრუნველყოს კვარცმინდვრისშპატიანი ქვიშის ტრანსპორტირება ძარაგადახურული სატრანსპორტო საშუალებით.
4. შპს „აკომ“ წიაღითსარგებლობის პროცესში რესურსის ტრანსპორტირებისას, მტვერჩახშობის მიზნით , განახორციელოს სატრანსპორტო გზის წყლით მორწყვა.
5. შპს „აკო“ ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №0000016 ლიცენზიით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე (ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილ ვადაში) განახორციელოს სარეკულტივაციო სამუშაოები .
პრემიერ -მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები