სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020834
  • Word
209
11/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
000000000.00.003.020834
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №209

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 თებერვლის №5/4867 გადაწყვეტილება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩხიკვთაში მდებარე 893.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის, საერთო ფართით − 311.44 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №84.02.36.025) და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ წინწყაროში მდებარე 574.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის, საერთო ფართით − 305.15 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №84.10.32.118), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი