სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ

  • Word
სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 247
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020831
  • Word
247
11/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
000000000.00.003.020831
სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №247

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯების შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულებისა და სტრუქტურის“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო მომსახურების ხარჯი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) საწვავი ყოველთვიურად – 1500 ლიტრი;

ბ) საკომუნიკაციო ხარჯი ყოველთვიურად – 1000.0 ლარი.

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი