დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 7 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 15/02/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016378 |
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 15 დეკემბრის №60 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21.12.2015; 190020020.35.143.016369) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით:
“. ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
“. გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9 192.0 ათასი ლარის ოდენობით
“. დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7 116,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7 266,0 ათასი ლარის ოდენობით
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 150,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
“. ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
“. ვ) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 2 931,6 ათასი ლარის ოდენობით. ზ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 2 941,1 ათასი ლარის ოდენობით. “.
თ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 9,5 ათასი ლარის ოდენობით.“.
ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ბ.ე“, „ბ.ვ“, „ბ.ზ“, ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.დ) სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა (პროგრამული კოდი 03 02 04) დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია. ბ.ე) წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმილია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია და წყლის ტუმბოების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა. ბ.ვ) მდინარეების, არხების რეაბილიტაციისა და გაწმენდის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე სურამულას კალაპოტის გაწმენდა. ბ.ზ) ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 2015 წლის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინასება. ასევე დაგეგმილია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ №175 განკარგულების საფუძველზე დაბა სურამში მდინარე ბიჯნისულაზე ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ბ.თ“, „ბ.ი“, ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.თ) უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაცია (პროგრამული კოდი 03 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადამდებ დაავადებათა გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, ტერიტორიიდან მათი იზოლაცია და თავშესაფარში გადაყვანა. ბ.ი) ბინათმშენებლობა (პროგრამული კოდი 03 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, ასევე გათვალისწინებულია 2015 წელს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 ნოემბრის №2529 განკარგულებით შესრულებული სამუშაოების დაფინასება. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ.გ“, „დ.დ“, „დ.ე“, „დ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ.გ) სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პროექტებისათვის საკადასტრო და აზომვითი სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 03 04 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ასევე შენობა-ნაგებობების საამშენებლო და მათი ექსპლუატაციისათვის აუცილებელი ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა. დ.დ) მუნიციპალიტეტის დასახლებაში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის დასახლებებში არსებული სასაფლაოების ტერიტორიის შემოღობვა. მისასვლელი და შიდა გზების მოხრეშვა, დასუფთავება და ნაგვის გატანა. დ.ე) სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და ექსპერტიზის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 04 08) დაფინანსდება ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, ზედამხედველობის და საექსპერტო მომსახურების შესყიდვა. დ.ვ) ხაშურში სპორტკომპლექსის მშენებლობა (პროგრამული კოდი 03 04 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხაშურში სპორტკომპლექსის მშენებლობა. მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ.ზ“, ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ.ზ) ქალაქგაფორმებითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 04 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა დღესასწაულების დროს ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების უზრუნველყოფა.“.
ნ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები