სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ოთარ ნუცუბიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ოთარ ნუცუბიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020869
  • Word
205
11/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
000000000.00.003.020869
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ოთარ ნუცუბიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №205

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკური პირის ოთარ ნუცუბიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში, გალავნის ქუჩაზე მდებარე 366.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.02.059.103) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1000 (ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს ფიზიკურ პირ ოთარ ნუცუბიძეს (პ/ნ: 60001108684).

2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი