ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 231
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020858
  • Word
231
11/02/2016
ვებგვერდი, 23/02/2016
000000000.00.003.020858
ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №231

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გრანტის მიღების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ევროკავშირის პროექტის - „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ - ფარგლებში, მიიღოს გრანტი ევროკავშირისგან 374 749 (სამას სამოცდათოთხმეტი ათას შვიდას ორმოცდაცხრა) ევროს ოდენობით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროექტის განსახორციელებლად გამოიყენოს ამავე პროექტის ფარგლებში გასაფორმებელ საგრანტო ხელშეკრულებაში მოცემული ევროკავშირის შესყიდვის პროცედურები.

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი