დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის, ქ.თბილისში, ვაშლიჯვრის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე მე-10 საუკუნის არქიტექტურული ობიექტისათვის - „ონადირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისათვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 230 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020857 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №230
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტის, ქ.თბილისში, ვაშლიჯვრის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე მე-10 საუკუნის არქიტექტურული ობიექტისათვის - „ონადირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისათვის“ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
უმნიშვნელოვანესისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით,„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე:
1. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს, ქ. თბილისში, ვაშლიჯვრის სასაფლაოს ტერიტორიაზე მდებარე მე-10 საუკუნის არქიტექტურულ ობიექტს „ონადირის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას“ მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი თანდართული სააღრიცხვო ბარათის შესაბამისად.
2. დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ამ განკარგულებისძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, განკარგულებითგათვალისწინებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვა.
პრემიერ-მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები