დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებ შეთანხმების“ საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020823 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №201
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებშეთანხმების“ საქართველოში იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპული ეკონომიკური კომისიის ეგიდით შემუშავებული, 1958 წლის 20 მარტს ქ. ჟენევაში გაფორმებული„თვლიანი სატრანსპორტო საშუალებებისათვის და იმ მოწყობილობების და ნაწილების საგნებისათვის, რომლებიც შესაძლებელია დაყენდეს ან/და გამოყენებულ იქნეს თვლიან სატრანსპორტო საშუალებებზე, ერთგვაროვანი ტექნიკური მიწერილობების მიღების და ამ მიწერილობების საფუძველზე გაცემული ოფიციალური დამტკიცების ურთიერთაღიარების პირობების შესახებშეთანხმების“ (შემდგომში − სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ 1958 წლის შეთანხმება )ქვეყანაშიიმპლემენტაციისმიზნით შეთანხმებასთან მიმართებით ქვეყნისკომპეტენტურორგანოდგანისაზღვროსსაქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრო.
2. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს, როგორცსატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ 1958 წლის შეთანხმებასთან მიმართებით ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, დაეკისროსპასუხისმგებლობაქვეყნისტერიტორიაზეშეთანხმებითნაკისრივალდებულებებისშესრულებაზე.
3. საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტრომ შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების, კერძოდ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურის, საქართველოსეკონომიკისადამდგრადიგანვითარებისსამინისტროს სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ს, სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო ს, სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მონაწილეობით ამ განკარგულების გამოცემიდან 3 თვის ვადაში შეიმუშაოს ქვეყანაში სატრანსპორტო საშუალებების რეგულირების შესახებ 1958 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმა და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.
პრემიერ- მინისტრი გ . კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები