დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 197 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.020819 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №197
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადასცეს შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს (ს/კ: №245591426).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ის მიერ ამავე უძრავი ქონების გამოყენება საქართველოს მთავრობას, შპს „აჭარ ენერჯი-2007“-ს, შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის 2011 წლის პირველ ივლისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით (2015 წლის 31 იანვარს გაფორმებული შეთანხმებით განსაზღვრული ცვლილებების გათვალისწინებით) განსაზღვრული ჰიდროელექტროსადგურების - კირნათისა და ხელვაჩაური I-ის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის მიზნით.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი

უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები