გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდისათვის (UNICEF) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდისათვის (UNICEF) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 193
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020815
  • Word
193
11/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
000000000.00.003.020815
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდისათვის (UNICEF) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №193

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდისათვის (UNICEF) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 28 დეკემბრის №705 დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებული ერების ბავშვთა ფონდს შორის თანამშრომლობის შესახებ საბაზო შეთანხმების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდს (UNICEF), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, გადასცეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, აბუსერიძე-ტბელის ქ. №15-ში (ნაკვეთი 20/9) მდებარე №1 შენობა-ნაგებობიდან 500 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.17.12.020.009).

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი