საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 189
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020811
  • Word
189
11/02/2016
ვებგვერდი, 22/02/2016
000000000.00.003.020811
საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №189

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II“ ფინანსური ხელშეკრულების ხელმოწერის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელით დადოს ფინანსური ხელშეკრულება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი II“ - პროექტის დაფინანსების მიზნით, 49,45 მილიონი (ორმოცდაცხრა მილიონ ოთხას ორმოცდაათი ათასი) ევროს ოდენობის გამოყოფის შესახებ შემდეგი ფინანსური პირობებით:

სესხის ოდენობა:

49 450 000 ევრო;

სესხის ხანგრძლივობა:

30 წელი;

მათ შორის, შეღავათიანი პერიოდი:

5 წელი;

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება ტრანშის ჩამორიცხვამდე):

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე ან

LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;

საპროცენტო მარჟა (EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში):

ცვლადი, რომელიც ფიქსირდება თითოეული ტრანშის მიღებისას (EURIBOR-ზე ან LIBOR-ზე დაფუძნებული, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში);

ადმინისტრირების გადასახდელი:

50 000 ევრო

(ერთჯერადი გადასახდელი).

პრემიერ - მინისტრი                                           გიორგი კვირიკაშვილი