„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ დასაფინანსებლად საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 185
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020807
  • Word
185
05/02/2016
ვებგვერდი, 19/02/2016
000000000.00.003.020807
„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ დასაფინანსებლად საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების დადების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  185   

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტის“ დასაფინანსებლად საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის  ფინანსური ხელშეკრულების დადების მიზნით  საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 22 პუნქტის  შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რათა საქართველოს სახელით დადოს  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულება -  „საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი“  შემდეგი ფინანსური პირობებით:

სესხის ოდენობა

-

100 მილიონი ევრო;

სესხის ხანგრძლივობა

-

25 წელი;

შეღავათიანი პერიოდი

-

5 წელი;

სესხის საპროცენტო განაკვეთი (თითოეული ტრანშისთვის განისაზღვრება

ტრანშის ჩამორიცხვამდე)

-

ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან EURIBOR-ზე/LIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი;

ადმინისტრირების გადასახდელი

-

50,000 ევრო  

(ერთჯერადი გადასახდელი).

პრემიერ-მინისტრი                                                                 გიორგი კვირიკაშვილი