დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სკვერის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/02/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.174.016001 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №21
2016 წლის 5 თებერვალი
ქ. გორი
სკვერის სახელდების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია ქალაქ გორის მერის ინიციატივა, რომლითაც მოთხოვნილია ქალაქ გორში ერთ-ერთი სკვერისთვის პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის , 1918-1922 წწ. პოლონეთის პირველი მარშლის იოზეფ პილსუდსკის სახელის მინიჭება.
შემოსული ინიციატივა განხილულ იქნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის მიერ, რომელმაც მიიღო დადებითი დასკვნა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების მიზანშეწონილობის შესახებ.
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ტყვიავის ქუჩის ჩრდილოეთით , მუსხელიშვილის ქუჩის გასწვრივ არსებულ უსახელო სკვერს ეწოდოს პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, პირველი მარშლის იოზეფ პილსუდსკის სახელი.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი-მე-2 პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის 2015 წლის 23 დეკემბრის №3 სხდომის ოქმით მოცემული თანხმობის საფუძველზე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქალაქ გორში, წმინდა წყლის დასახლებაში, ტყვიავის ქუჩის ჩრდილოეთით, მუსხელიშვილის ქუჩის გასწვრივ არსებულ უსახელო სკვერს ეწოდოს პოლონეთის რესპუბლიკის პირველი მეთაურის, პირველი მარშლის იოზეფ პილსუდსკის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით, გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
სხდომის თავმჯდომარე ნინო ზურაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები